Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეა წულუკიანი: არ არსებობს პოლიტიკური დაპირებები, რომლებიც 100%-ით სრულდება


თეა წულუკიანი
თეა წულუკიანი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, საქართველოს მთავრობის მიერ 2012 წლის არჩევნებისთვის გაცემული დაპირებების უმრავლესობა შეძლებისდაგვარად შესრულებულია. მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მინისტრმა განაცხადა,რომ არ არსებობს პოლიტიკური დაპირებები, რომლებიც 100 პროცენტით სრულდება.

როდესაც ხარ ხელისუფლებაში, შენ რაღაცას შეძლებ, რაღაცას ვერ შეძლებ. მთავარი არის ის, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იყო ყოველთვის თავისი ღირებულებების გულწრფელი ერთგული, ყოველ შემთხვევაში, ეს მე ჩემს თავზეც შემიძლია გითხრათ, სხვებზე რომ არ ვისაუბროთ“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. მან აღნიშნა, რომ მართლმსაჯულების საკითხში საქართველომ ისეთი საკანონმდებლო რეფორმები განახორციელა, რომლებიც მაგალითად გამოიყენება ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში.

მართლმსაჯულების რეფორმის წარმატებაზე საუბრის შემდეგ მინისტრმა ეკონომიკაც შეაფასა. მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკა არის ის, რაც არის, თუმცა მთავრობამ მაქსიმუმი გააკეთა:

„შესაძლებლობები არ არის უსაზღვრო, მაგრამ მთავარი არის ის, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ იმ ეკონომიკური შესაძლებლობების პირობებში რაც ქვეყანას აქვს, საკუთარი მოქალაქეებისთვის გააკეთა მაქსიმუმი“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG