Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეა წულუკიანი: ყველას, მით უმეტეს ყოფილ მინისტრს ექნება მომავალ პარლამენტში მოხვედრის შანსი


თეა წულუკიანი
თეა წულუკიანი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ყველა მცირე და მდიდარი გამოცდილების ადამიანს, მით უმეტეს ყოფილ მინისტრს ექნება პარლამენტში მოხვედრის შანსი. ეს მოსაზრება თეა წულუკიანმა ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას პოლიტიკაში დაბრუნების განზრახვის კომენტირებისას გამოთქვა:

„ჩვენ ისეთი პოლიტიკური ლანდშაფტი გვექნება 2020 წლის არჩევნებისთვის, რომ ნებისმიერ ადამიანს, მით უმეტეს ყოფილ მინისტრს ამ შემთხვევაში, მცირე თუ მდიდარი პოლიტიკური გამოცდილების ადამიანს ექნება შესაძლებლობა შექმნას პარტია და ჰქონდეს იმის იმედი, რომ მოხვდება პარლამენტში. იმიტომ რომ ქართული ოცნების იდეა ეგრეთ წოდებული ბუნებრივი ბარიერით, ანუ პრაქტიკულად უბარიეროდ პროპორციული არჩევნები გულისხმობს იმას, რომ პარლამენტის კარი არის ყველასთვის ღია და კონკურენციაც შესაბამისად იქნება ძალიან მაღალი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ 2 ოქტომბერს „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ თქვა, რომ განიხილავს პოლიტიკაში დაბრუნების საკითხს, თუმცა ზუსტ გადაწყვეტილებას ნოემბერში გაასაჯაროებს.

წამყვანის კითხვაზე, შეიძლება თუ არა ანა დოლიძის მიერ დაანონსებული საზოგადოებრივი მოძრაობის წევრი გიორგი ქობულიაც იყოს, მან უპასუხა, რომ ანა დოლიძე ახლახან გაიცნო და ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს იტყვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG