Accessibility links

ხაზარაძე ცქიტიშვილზე: შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურს, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს ინფრასტრუქტურაზე


მამუკა ხაზარაძე, მაია ცქიტიშვილი

"ლელოს" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის თქმით, შესაძლოა მინისტრი მაია ცქიტიშვილი კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს ინფრასტრუქტურაზე. მაია ცქიტიშვილის საქმიანობა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან ასე შეაფასა მოძრაობის ახალი 12 წევრის წარდგენის შემდეგ:

„მაია ცქიტიშვილს საერთოდ წარმოდგენა არა აქვს, რა არის ინფრასტრუქტურა. შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ მე არ ვიცი, რა გამოცდილება ჰქონდა მას წინა ცხოვრებაში, როცა მილიარდებს აბარებენ”, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

„შეიძლება ეს იყო გამოწვეული იქიდან, რომ ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, რომ მაია ცქიტიშვილის ხელში თანხა არ დაიკარგება კორუფციული თვალსაზრისით, მაგრამ მას ვურჩევ, ჩაიხედოს, როგორ მიდის ტენდერები, ჰკითხოს კერძო კომპანიებს, თუ რანაირი ტიპის კორუფციაა გასული ინფრასტრუქტურის სისტემაში. ამას ყველაფერს ჩვენ პასუხს მოვთხოვთ, ყველას აბსოლუტურად", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. მისი შეფასებით, მაია ცქიტიშვილი კორუმპირებული არ არის, თუმცა ტენდერები გაუმჭვირვალედ ტარდება:

„ასეთი ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ დადასტურებულად გეუბნებით, რომ ტენდერები ქვემოთ არ ტარდება გამჭვირვალედ. ეს არის ფიქცია. დაახლოებით იმავე პროცესს ჰგავს - ჩვენ სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცების პროცედურა მოგვახვიეს თავზე, რომ ვითომ ეს არის გამჭვირვალე, სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილის მთავრობამ გადაიბარა სააკაშვილის მოსამართლეები და მოსამართლეები არიან ხელისუფლების მოსამართლეები, პროკურორები კი არიან ხელისუფლების პროკურორები", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG