ხაჭაპურს მამაკაცებიც კარგად აცხობენ, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია საზოგადოებრივი მოძრაობის, „ლელო", დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის შესახებ.
ეკა ბესელია ამბობს, რომ მაია ცქიტიშვილზე დიდი წარმოდგენის არც თავად არის, თუმცა არ მოსწონს და ვერ მიესალმება საჯარო სივრცეში მყოფი ქალების მიმართ ასეთ გამონათქვამებს:
„არც ის ვიცი, როგორ აცხობს ხაჭაპურს და არც იმ აზრის ვარ, რომ მხოლოდ ქალებთან მიმართებით შეიძლება გამოიყენო ასეთი ფორმულირება, რომელიც კულინარიას და სამზარეულოს უკავშირდება“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.