Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„თქვენ გძულთ ქალები ვინც სამზარეულოს გარეთ ცხვირი გამოყო“ - მიმართავს თეა წულუკიანი მამუკა ხაზარაძეს


„ბ-ნო ლელო მამუკა, თქვენ ამ განცხადებით საკუთარი გარემოცვის ქალებს აყენებთ შეურაცხყოფას, ეს იცით? თუ არ იცით, ახლა გეცოდინებათ. პოლიტიკაში „მოსვლა“ რომ გინდათ, ასეთი განცხადებებით აპირებთ „მოსვლას“?“- ამ შეკითხვით იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საზოგადოებრივი მოძრაობა, „ლელოს“ დამფუძნებელს მამუკა ხაზარაძეს მიმართავს, რომლმის თქმითაც შესაძლოა მინისტრი მაია ცქიტიშვილი კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს ინფრასტრუქტურაზე. მაია ცქიტიშვილის საქმიანობა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან ასე შეაფასა მოძრაობის ახალი 12 წევრის წარდგენის შემდეგ.

„თქვენ, ამ განცხადებით, ასევე შეურაცხყოფას აყენებთ ყველა იმ ახალგაზრდა ქალს, რომელიც განათლებას ან იღებს, ანდა უკვე მიღებული აქვს და, ასე მგონია, არის თქვენზე განათლებულიც, თქვენზე ჯანსაღიც და თქვენზე უფრო მეტი ნდობის ღირსიც.

გასაგებია, რომ თქვენ გძულთ ქალები, ვინც სამზარეულოს გარეთ ცხვირი გაბედა და გამოჰყო. ეს ხართ ამის მერე თქვენ, მეტი არაფერი.

ჩემს გამომცხვარ ჭვიშტარს კი ვერ ეღირსებით დიდხანს, რადგან არ მცალია, ბევრი საქმე მაქვს და, თანაც წინ, 2020 წლის არჩევნები მაქვს მოსაგები. მე, ქალს.

იხუმრა, ეგონა, ალბათ...“, - წერს თეა წულუკიანი „ფეისბუკის“ გვერდზე.

XS
SM
MD
LG