Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კალაძე: ფასის ზრდა ტაქსით მგზავრობაზე პირველი დღის ეფექტი იყო


კახა კალაძე
კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის შეფასებით, ტაქსით მგზავრობაზე ფასის ზრდა პირველი დღის ეფექტი იყო. ტაქსების ახალი რეგულაციის ამოქმედების შედეგად მგზავრობის გაძვირების საკითხის კომენტირებისას მან განაცხადა, რომ დღეისათვის მდგომარეობა უკვე დარეგულირებულია.

„ეს მიდგომა მხოლოდ ტაქსებზე არ არის, ბევრ რამეში გვახასიათებს ასეთი დამოკიდებულება, მაგრამ დროთა განმავლობაში, განათლებით, შეგნებით, ეს ყველაფერი დაიხვეწება, მაგრამ დღეის მდგომარეობით, ეს ყველაფერი დარეგულირდა", - აღნიშნა კახა კალაძემ. მისი თქმით, ტაქსების რეფორმა შედგა და იგი გაგრძელდება:

„ეს არის რეფორმის დასაწყისი და ჩვენ რასაც დავპირდით მოსახლეობას, ტრანსპორტის მიმართულებით, აუცილებლად გავაკეთებთ", - განაცხადა კახა კალაძემ 185-ე ბაგა-ბაღში მინი ავტოქალაქის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარში.

თბილისის მერის განცხადებით, 1 ოქტომბერს რეგულაციის დარღვევისთვის დაჯარიმებულ მძღოლებს ჯარიმები ერთჯერადად ჩამოეწერებათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG