Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი: ვგმობ სექსისტურ განცხადებას


.
.

„ვგმობ დღეს გაკეთებულ სექსისტურ განცხადებას. კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის და მგონი ასევე ქართული საზოგადოებისთვის, დღეს ერთერთი პოლიტიკური ლიდერის მიერ გაკეთებული შეფასება ქალი პოლიტიკოსის მისამართით“,- განცხადებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ფეიბუკის“ გვერდზე ავრცელებს.

„ქალის მიმართ დამამცირებელი და დამაკნინებელი კომენტარები მთელ მსოფლიოში დასჯადი ხდება და მითუმეტეს მიუღებელია ქართული კულტურისა და ტრადიციებისთვის. მსგავსი კომენტარი იქნება თუ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მუდმივი ტირაჟირება ან კიდევ შეურაცხყოფის მიყენების სხვადასხვა ფორმა, რეალურად ჩვენ საზოგადოებას ამცირებს და არ გვეკადრება.
ვისურვებდი, რომ ამ საარჩევნო პერიოდის დასაწყისში ყველა ვთანხმდებოდეთ მინიმალური ეთიკის ნორმებზე და სიძულვილის და შეურაცხყოფის ენისგან თავშეკავებაზე“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

საქართველოს პრეზიდენტი ამ განცხადებით, გამოეხმაურა საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის კომენტარს ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის შესახებ.

"ლელოს" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის თქმით, შესაძლოა მინისტრი მაია ცქიტიშვილი კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს ინფრასტრუქტურაზე. მაია ცქიტიშვილის საქმიანობა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან ასე შეაფასა მოძრაობის ახალი 12 წევრის წარდგენის შემდეგ.

მოგვიანებით, მამუკა ხაზარაძემ განმარტება თავის გამონათქვამთან დაკავშირებით ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა

XS
SM
MD
LG