Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა ხაზარაძე: ხაჭაპურზე გამოთქმა არ გულისხმობდა მინისტრის სქესს


„ჩემი დღევანდელი განცხადება მაია ცქიტიშვილთან დაკავშირებით ადამიანების ნაწილმა აღიქვა როგორც სექსისტური.

თუ ვინმემ ეს გამონათქვამი ქალების შეურაცხყოფად ჩათვალა, მინდა ხაზგასმით განვმარტო: ეს გამოთქმა არ გულისხმობდა მინისტრის სქესს. ზუსტად იგივე კონტექსტში ვახსენე ხაჭაპურის ცხობა გასულ კვირას ინგა გრიგოლიას გადაცემაში პროკურატურაზე საუბრისას. („ხაჭაპურებივით აცხობენ საქმეებს“)“,- წერს საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე.

მისი სიტყვებით, თანასწორობა და უფლებების დაცვა მისთვის პრინციპული საკითხებია.

„მინდა ძალიან მკაფიოდ განვაცხადო ორი რამ: ქალთა თანასწორობა და უფლებების დაცვის საკითხი ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის პრინციულად მნიშვნელოვანია; და ამის დასტურია ბევრი ქალი ჩვენს გუნდში და თანასწორი გარემო, რომელსაც აქ ვქმნით“,- აცხადებს მამუკა ხაზარაძე და ამატებს, რომ ინფრასტუქტურის მინისტრი მას არაკომპეტენტულად მიაჩნია.

„რომ არ იყოს ორაზროვნება, მინისტრი ცქიტიშვილი არაკომპეტენტურია ისევე როგორც ოცნების მთავრობა ბიძინა ივანიშვილის თამადობით.
საკმარისია ხაჭაპურზე კომენტარები, ისაუბრეთ გაჩერებულ ქვეყანაზე“,- წერს მამუკა ხაზარაძე.

"ლელოს" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის თქმით, შესაძლოა მინისტრი მაია ცქიტიშვილი კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს ინფრასტრუქტურაზე. მაია ცქიტიშვილის საქმიანობა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან ასე შეაფასა მოძრაობის ახალი 12 წევრის წარდგენის შემდეგ.

ქალთა უფლებადამცველებმა მამუკა ხაზარაძის ეს განცხადება სექსისტურად შეაფასეს.

ქალთმოძულეობად შეაფასა "ლელოს" დამფუძნებლის გამოთქმა იუსტიციის მინსტრმა თეა წულუკიანმაც.

XS
SM
MD
LG