Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაალ უდუმაშვილი: შეურაცხყოფილი ვიყავი, აქამდე რატომ არ დამიბარეს პროკურატურაში


„არ აქვს მნიშვნელობა, რა კითხვა დაისმება ჩემს მიმართ, მთავარი არის ის, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა, როგორც პოლიტიკოსების, ასევე ყველა ოპოზიციური მედია არხის, რომელიც დღეს ფუნქციონირებს, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე შესვლამდე.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი და ტელეკომპანია „ფორმულის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი პროკურატურაში „რუსთავი 2“-ის საქმეზე დაიბარეს. ამ საქმეზე ბრალი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას, არხის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას და "ინტერმედია +"-ის დირექტორს, ზურაბ იაშვილს აქვთ წაყენებული.

ზაალ უდუმაშვილის განმარტებით პროკურატურაში მიმდინარე გამოძიება წმინდა წყლის პოლიტიკური საქმეა და ის თავს შეურაცხყოფილად გრძნობდა, რომ პროკურატურაში აქმადე არ დაიბარეს.

„იმას, რაც დღეს პროკურატურაში ხდება არ აქვს არანაირი კავშირი არც სამართალთან, არც გამოძიებასთან, და არაფერთან. ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური საქმე. და ზოგადად, ჩვენს ქვეყანაში აქტიური პოლიტიკოსების ნაწილი ციხეში ზის, ნაწილს სამაჯური დაადეს, რომ მოძრაობა შეუზღუდონ და 20 ივნისის ჩვენი პატრიოტი ახალგაზრდები სხედან ციხეში გამოკეტილები. მედია მენეჯერებს დასდევენ და ყოველდღიურად დაჰყავთ დაკითხვაზე, ეს ის მედია მენეჯერები არიან, რომლებიც კრიტიკულ და ოპოზიციურ ტელევიზიებს აკეთებდნენ. ამ ფონზე ჩემი დაბარება - არ დაბარება კი არ არის საქმე, ზოგადად არც კი ვიცი რა კითხვები შეიძლება ჰქონდეთ ჩემთან, მაგრამ მაინც მოვედი. სიმართლე გითხრათ, ცოტა შეურაცხყოფილიც ვიყავი, აქამდე რომ არ დამიბარეს, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა რა კითხვა დაისმევა ჩემს მიმართ, მთავარი არის ის, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა, როგორც პოლიტიკოსების ასევე ყველა ოპოზიციური მედია არხის, რომელიც დღეს ფუნქციონირებს. მაგრამ ის ძაფი, რომელსაც ქართველი ხალხის ნერვი ჰქვია ძალიან მალე გაწყდება და ამ შენობაში იმ ხალხს მოუწევს სიარული ვინც დღეს ბარიკადების მიღმა დგას,“ - განაცხადა განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

საქმე სავარაუდოდ ეხება, "რუსთავი 2"-ის ყოფილ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიასთან დაკავშირებულ ეპიზოდს.

2 ოქრომბერს გენერალურ პროკურატურაში „ინტერმედია პლუსის“ საქმეზე ტელეკომპანია „ფორმულის“ გენერალურ დირექტორის ზუკა გუმბარიძის გამოკითხვა დაახლოებით 9 საათს გაგრძელდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG