Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ლაფერაშვილს პროკურატურაში გაუთქმელობის შესახებ ხელწერილი დაადებინეს


ტელეკომპანია „ფორმულის" საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, გიორგი ლაფერაშვილმა გენერალური პროკურატურაში გამოკითხვის დასრულების შემდეგ თქვა, რომ ის პროკურატურამ შეზღუდა, რადგან გაუთქმელობის შესახებ ხელწერილი დაადებინა.

ლაფერაშვილი პროკურატურაში დაბარებას ტელეკომპანია „ფორმულის“ ეთერში გასვლას უკავშირებს.

„ერთი, რაც შემიძლია გითხრათ: დაახლოებით, თვე-ნახევარი გავიდა პაატა სალიას ბრიფინგიდან და ორ თვეზე მეტი ამ საქმეზე გამოძიების დაწყებიდან, ხოლო პროკურატურას დასჭირდა ტელეკომპანია „ფორმულის" დირექტორის და საინფორმაციო სამსახურის უფროსის გამოკითხვა მაშინ, როდესაც გავედით ეთერში. ბუნებრივია, არ ვეძებთ ბნელ ოთახში შავ კატას... მხოლოდ იმ შემთხვევაში ვამბობთ ამას, როდესაც ბნელი ოთახი სავსეა შავი კატებით", - ამბობს ლაფერაშვილი.

„სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაბარებულები არიან გიორგი ლაფერაშვილი და ზაალ უდუმაშვილი", - აცხადებს პროკურატურა.

2 ოქტომბერს პროკურატურაში „ინტერმედია პლუსის“ საქმეზე გამოკითხეს „ფორმულის“ გენერალური დირექტორი ზუკა გუმბარიძე.

საინფორმაციო მაუწყებლობას 5 ოქტომბრიდან დაიწყებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG