Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორც ჩანს, აშშ ზელენსკის ამერიკაში ვიზიტს სთავაზობდა ბაიდენის და მისი ვაჟის წინააღმდეგ გამოძიების სანაცვლოდ


კურტ ვოლკერი
კურტ ვოლკერი

როგორც ჩანს, აშშ-ის მაღალი რანგის დიპლომატები უკრაინის ახალარჩეულ პრეზიდენტს სთავაზობდნენ აშშ-ში მაღალი დონის ვიზიტს ვოლოდიმირ ზელენსკის პირობის სანაცვლოდ, რომ გამოძიებას ჩაატარებდა ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ოჯახის შესახებ. ამას მეტყველებს ახლა გამოქვეყნებული ელექტრონული წერილები და სხვა მასალა.

წუხელ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ოფიციალურმა პირებმა გაასაჯაროვეს ეს მასალები მას მერე, რაც კონგრესის სამი კომიტეტის წინაშე წარდგა უკრაინის საკითხებში აშშ-ის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი, კურტ ვოლკერი. ვოლკერის 10-საათიანი მოსმენა 3 ოქტომბერს გაიმართა დახურულ კარს მიღმა. ვოლკერი გასულ კვირაში გადადგა თანამდებობიდან მას მერე, რაც მისი სახელი გამოჩნდა ანონიმი ინფორმატორის მიერ ტრამპისა და ზელენსკის სატელეფონო საუბრის გარშემო გამოქვეყნებულ საჩივარში.

მასალებიდან ჩანს, რომ ზელენსკის მრჩეველმა მიიღო აშშ-ის შეთავაზება, რომელიც მოიცავდა გამოძიებას კომპანია Burisma-ს წინააღმდეგ. ჯო ბაიდენის ვაჟი ჰანტერი ამ კომპანიის მრჩეველთა საბჭოს წევრი იყო იმ დროს, როცა მამამისი ხელმძღვანელობდა ობამას ადმინისტრაციის ურთიერთობებს კიევთან. ბაიდენების მიერ რაიმე კანონდარღვევის თაობაზე ინფორმაცია არაა ცნობილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG