Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირმა ინაშვილი: ნატოს ელჩები კორექტულობის ფარგლებში უსმენდნენ ჩემს მოსაზრებებს


ირმა ინაშვილი
ირმა ინაშვილი

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა ბათუმში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის, როუზ გოტმიოლერისა და ნატოს წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების დელეგაციასთან საქართველოს პარლამენტის წევრების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ისაუბრა სამხედრო მიუმხრობლობაზე:

"ყველა წევრს მივაწოდეთ ჩვენი გამოკითხვის შედეგები და პირადად გადავეცი გენერალური მდივნის მოადგილეს კვლევის შედეგები, რომელიც ბათუმში ჩავატარეთ. 77 ათასზე მეტი ბათუმელი გამოვკითხეთ, აქედან კი 69% მხარს უჭერს ავსტრია, შვეიცარია, ფინეთის სამხედრო მიუმხრობლობის მოდელის განხორციელებას საქართველოში, იგივე სამხედრო ნეიტრალიტეტს, არ გავურბივარ ამ ტერმინს", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, რა პასუხი მიიღო ნატოს ქვეყნების ელჩებისგან სამხედრო ნეიტრალიტეტზე, ირმა ინაშვილმა თქვა, რომ ეს არ ყოფილა დისკუსიის საგანი და ელჩები კორექტულობის ფარგლებში უსმენდნენ მის მოსაზრებას:

"ელჩების კითხვები შეეხებოდა, თუ როგორ ემზადებოდნენ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, რამდენად პლურალისტური იქნება წინასაარჩევნო პერიოდი, მედიის თავისუფლების საკითხი იყო წამოწეული საფრანგეთის წარმომადგენლის მხრიდან. რა შეეხებოდა შიდა პოლიტიკურ პროცესებს", - აღნიშნა ირმა ინაშვილმა.

ნატოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) დელეგაცია ორდღიანი ვიზიტით საქართველოში 3 ოქტომბერს ჩამოვიდა. მასში შედიან ალიანსის 29 წევრი ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG