საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ რუსეთთან ფრენების აღდგენა ქვეყნის მთავრობის ინტერესებში შედის. მისი თქმით, ფრენების აღდგენა საქართველოს ბევრი მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია, რადგან პირდაპირაა დაკავშირებული მათი შემოსავლის წყაროსთან.
„ზუსტ დროს ვერ გეტყვით, ამაზე მეტი ინფორმაცია საგარეო საქმეთა მინისტრს ექნება. ჩვენი მხრიდან მცდელობა, რომ ჩვენს მოქალაქეებს, მათ შორის, ფრენების შედეგად საქართველოში ჩამოსული ადამიანების მიერ დახარჯული თანხებიდან შემოსავლის სახით ჰქონდეთ შემოსავალი, მნიშვნელოვანია და ბევრი ადამიანის ცხოვრების ხარისხზე აისახება“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა 4 ოქტომბერს ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ რუსეთმა და საქართველომ უნდა დააფიქსირონ მომენტი, რომელიც შესაფერისი იქნება ავიამიმოსვლის აღდგენისთვის.