Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

5-6 ოქტომბერს დედაქალაქში თბილისობა აღინიშნება


საქართველოს დედაქალაქში დაიწყო „თბილისობა 2019“-ის სადღესასწაულო ღონისძიებები.

თბილისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რიყის პარკში გაიმართება ტრადიციული გასტრონომიული ფესტივალი, ყვავილებისა და ტკბილეულის ფესტივალი, კონცერტი, საბავშვო-გასართობი და სპორტული აქტივობები.

მეტეხის ხიდზე გაიმართება სპორტული და რარიტეტული ავტომობილების გამოფენა. ლეღვთახევში მოეწყობა „მუზეუმი ღია ცის ქვეშ“. სადღესასწაულო კონცერტები და გასართობი პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები იქნება ასევე ევროპისა და ორბელიანის მოედნებზე.

6 ოქტომბერს, 20:00 საათზე, სადღესასწაულო ღონისძიებები დასრულდება სპექტაკლით „MUARE EXPERIENCE“, რომელიც გაიმართება ევროპის მოედანზე, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში.

2019 წელს დედაქალაქში მე-40 „თბილისობა“ იმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG