Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია: "ჩემთვის პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალება არის მიუღებელი"


პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, რომ შეწყალების საკითხზე საკანონმდებლო ცვლილებების გატარება საჭიროა და ამაზე პარლამენტმა და საზოგადოებამ უნდა იმსჯელონ.

გახარიას თქმით, მისთვის პოლიციელის მკვლელობისა და სხვა მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირების შეწყალება მიუღებელია.

„შეწყალების სისტემასთან დაკავშირებით, ერთმნიშვნელოვნად ფაქტია, რომ ცვლილებებს საჭიროებს და ამაზე თავად პრეზიდენტმაც განაცხადა. რა თქმა უნდა, ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩემთვის პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალება არის მიუღებელი, ისევე, როგორც ყველა სახის მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულის შეწყალება, როდესაც მას ნახევარიც კი არ აქვს სასჯელის მოხდილი. რა თქმა უნდა, არის საკანონმდებლო ცვლილებები საჭირო. პარლამენტმა და საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს და მიიღონ“, - განაცხადა გახარიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ვინ უნდა აგოს პასუხი განხორციელებულ შეწყალებასთან დაკავშირებით, პრემიერმა აღნიშნა, რომ პასუხისმგებელ პირს გამოძიება დაადგენს.

საქმე ეხება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ აგვისტოს ბოლოს პატიმრების შეწყალებას, რამაც შეკითხვები გააჩინა იმის თაობაზე, თუ რა პრინციპით შედგა შეწყალების სია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG