Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოძრაობა "სირცხვილიას" აქტივისტებმა სოლიდარობა გამოუცხადეს აჭარის ტელევიზიას 


მოძრაობა "სირცხვილიას" აქტივისტებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის შენობასთან ხმაურიანი პერფორმანსი მოაწყვეს. საყვირებით მათ საზოგადოების ყურადღების მიპყრობა სცადეს. აქციის მონაწილეებმა პირბადეებითა და ტრანსპარანტებით სოლიდარობა გამოუცხადეს მაუწყებლის ჟურნალისტებს, რომლებმაც გასულ კვირას ითხოვეს მხარდაჭერა.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტებს მიაჩნიათ, რომ ბოლო დროს მაუწყებლის ირგვლივ განვითარებული მოვლენები მათ სარედაქციო დამოუკიდებლობას უქმნის საფრთხეს. სწორედ მათ გამოუცხადეს სოლიდარობა აქციის მონაწილეებმა:

"ყოველდღიურად ვხედავთ, როგორ უზღუდავს ხელისუფლება კრიტიკულ მედიასაშუალებებსა და კონკრეტულ ჟურნალისტებს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას; როგორ ცდილობს, ჩაერიოს დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციების სარედაქციო პოლიტიკაში, რისთვისაც იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს. მთელი წლის განმავლობაში ვაკვირდებოდით, როგორ ხორციელდებოდა ზეწოლა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე. დღეს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხის ქვეშაა".

აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ნათია კაპანაძის, მაუწყებლის დირექტორის, იმპიჩმენტის შემდეგ, მრჩეველთა საბჭომ ამ დრომდე ვერ მოახერხა ახალი დირექტორის არჩევა. ახლად შერჩეულმა საბჭომ კი შესაძლოა, ხელისუფლებისთვის მისაღებ კანდიდატს დაუჭიროს მხარი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG