80 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ბრიტანელი დრამერი ჯინჯერ ბეიკერი, რომელმაც 60-იან წლებში მოიხვეჭა სახელი თავის როკჯგუფ Cream-ით.
როგორც მუსიკოსის ოჯახი იტყობინება, იგი საავადმყოფოში გარდაიცვალა უმტკივნეულო სიკვდილით.
ადრე მისმა ოჯახმა გამოაცხადა, რომ ჯინჯერ ბეიკერი მძიმედ იყო ავად.
ბეიკერმა გამოჩენილ გიტარისტ ელიკ კლაპტონთან ერთად დააარსა ლეგენდარული ჯგუფი Cream-ი, რომელიც 60-იანი წლების ბოლოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ როკჯგუფად ითვლებოდა.
მოგვიანებით ის დასარტყამ ინსტრუმენტებზე სოლოს უკრავდა, ასევე გამოდიოდა სხვა როკ და ჯაზბენდებთან ერთად.