Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას გაეცნობა


გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი
გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი პირადად გაეცნობა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან, ე.წ. გამყოფ ხაზზე შექმნილ ვითარებას.

7 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა თქვა, რომ ხვალ, 8 ოქტომბერს მიემგზავრება „სამხრეთ ოსეთის“ ადმინისტრაციულ საზღვართან.

გერმანიის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელობას და თქვა, რომ საქართველოს ყოველთვის შეუძლია ჰქონდეს გერმანიის პოლიტიკური მხარდაჭერის იმედი.

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის თქმით, გერმანია აცნობიერებს, რომ საქართველოს არ ჰყავს მარტივი სამეზობლო.

შტაინმაიერის განცხადებითვე, გერმანია ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია. გერმანიის პრეზიდენტის შეფასებით, ამ ორი საერთაშორისო ორგანიზაციის ფარგლებში გერმანიას და საქართველოს საამაყოდ ინტენსიური თანამშრომლობა აქვთ.

გერმანიის პრეზიდენტი საქართველოს სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით 6 ოქტომბერს ეწვია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG