Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი: ოკუპაციის შედეგად აღმართული კედლებიც ისე დაინგრევა, როგორც ეს გერმანიამ შეძლო


პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა წინანდალში, ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს და მის თანმხლებ დელეგაციას.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოფიციალურ ვახშამზე სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა უძველესი ქართული კულტურის და საქართველოსა და გერმანიის კავშირების შესახებ და ორი ხალხის სადღეგრძელო შესვა.

„რამდენიმე დღის წინ გერმანიის გაერთიანების დღე აღინიშნა. მე მჯერა, რომ საქართველოში ოკუპაციის შედეგად აღმართული კედლებიც ისე დაინგრევა, როგორც ეს გერმანიამ შეძლო. მჯერა, რომ ქართველებიც შევძლებთ ჩვენი მოქალაქეების გაერთიანებას. ამ რთულ გზაზე თქვენი მხარდაჭერის იმედი ყოველთვის გვაქვს“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 6 ოქტომბერს, საღამოს ეწვია. 7 ოქტომბერს გერმანიის პრეზიდენტი თბილისში შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს. 8 ოქტომბერს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისში ჩავა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG