Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი უარყოფს, რომ რუსეთში მისი ვიზიტი იგეგმება


პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს არ დაუდასტურა ინფორმაცია, რომ რუსეთში ვიზიტს გეგმავს.

პრემიერ-მინისტრს შეკითხვა „რუსთავი 2“-მა დაუსვა მას შემდეგ, რაც არაოფიციალური წყაროებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთში გიორგი გახარიას ვიზიტი შესაძლოა, ნოემბერში გაიმართოს. „არ ვადასტურებ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

26 სექტემბერს, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა საქართველოს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების, დავით ზალკალიანის და სერგეი ლავროვის შეხვედრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG