პანკისში სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტში შეუშვეს. იგი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დასწრებას და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატისთვის, მოქმედი გენერალური პროკურორისთვის შალვა თადუმაძისთვის შეკითხვების დასმას აპირებს:
„კითხვის უფლება თუ მაქვს, დავუსვამ კითხვას. იმდენი კითხვები დამიგროვდა ამ ორი წლის განმავლობაში, არც ვიცი საიდან დავიწყო. მთავარი კითხვა მაქვს, რატომ ატყუებს გენერალური პროკურორი ხალხს, მე, საქართველოს. რატომ არის მატყუარა",- განაცხადა პარლამენტში შესვლამდე მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
მალხაზ მაჩალიკაშვილს პარლამენტის დაცვა რამდენიმე წუთის განმავლობაში არ აძლევდა შენობაში შესვლის საშუალებას. მან შენობაში შესვლა დეპუტატ თინა ბოკუჩავას დახმარების შემდეგ შეძლო.