რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ "უცხოეთის აგენტის" სტატუსი მიანიჭა ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის ანტიკორუფციულ ფონდს.
„'არაკომერციული ორგანიზაციების' შესახებ ფედერალური კანონის საფუძველზე, არაკომერციული ორგანიზაცია, 'ანტიკორუფციული ფონდი', რუსეთის იუსტიციის სამინისტროს მიერ შეტანილ იქნა იმ არაკომერციული ორგანიზაციების სიაში, რომლებიც უცხოეთის აგენტის სტატუსით მოქმედებენ“, - განაცხადა სამინისტრომ 9 ოქტომბერს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ ორგანიზაციის საქმიანობა სამინისტროს მთავარმა დეპარტამენტმა ახლახან შეისწავლა და დადგინდა მისი დამთხვევა ამ სტატუსით განსაზღვრულ ნიშნებთან.
ეს გადაწყვეტილება ანტიკორუფციულ ფონდს უფარდებს იმავე მოთხოვნებს, რომლებიც წაყენებული აქვთ უცხოეთის მიერ დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს. ამ მოთხოვნების თანახმად, 2012 წლიდან ორგანიზაციებმა განაცხადი უნდა შეიტანონ სამთავრობო სიაში მოსახვედრად და რეგულარულად განაცხადონ ხოლმე თავიანთი დაფინანსების წყაროების, მიზნების, ფულის ხარჯვის, მენეჯერთა ვინაობის შესახებ.