Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანდრეი რუდენკო: კონფლიქტი რუსეთისთვის აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების შემდეგ დაიხურა


ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ რაუნდზე რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო, მან გრიგორი კარასინი შეცვალა.

დისკუსიის შემდეგ რუდენკომ აღნიშნა, რომ „ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველოს და სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო რეგიონში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, ყველა მხარემ გამოთქვა მზაობა იმ დაძაბულობის სასწრაფო დეესკალაციისთვის, რომელიც აგვისტოს ბოლოს სექტემბრის დასაწყისში შეიქმნა“.

რუდენკო კომენტარში, რომელსაც „საქართველოს პირველი არხი“ ავრცელებს, იმედს გამოთქვამს, რომ საერთო დაძაბულობის დონის შემცირებასთან ერთად გადასასვლელების საკითხიც მოიხსნება და გაიხსნება პუნქტები, რომლებიც დახურულია.

„საკითხი ახლა განხილვის ეტაპზეა. ჩვენ ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი დღეს არ განგვიხილავს, ეს სხვადასხვა თემებია, რეგიონში სიტუაცია ერთია, ორმხრივი ურთიერთობები კი მეორე. ამ შეხვედრის შემდეგ ჩვენმა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ყველაფერი თქვა. ურთიერთობების ნორმალიზება უნდა მოხდეს და დაუბრუნდეს იმ მდგომარეობას მაინც, რომელიც ივნის-ივლისში იყო. რუსეთის არავისი არაფერი მართებს“, – განაცხადა ანდრეი რუდენკომ.

მინისტრის მოადგილე ოკუპირებული ტერიტორიების შესახებაც გამოხატავს პოზიციას.

„კონფლიქტი რუსეთისთვის აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების შემდეგ დაიხურა. ჩვენთვის კონფლიქტი არ არსებობს, არც ოკუპაცია არსებობს, ჩვენ ამას ვეძახით 2008 წელს ორი ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას, რომლებსაც რუსეთის ფედერაციასთან თანამშრომლობის შეთანხმება აქვთ გაფორმებული, მათ შორის სამხედრო მიმართულებითაც“, – განაცხადა ანდრეი რუდენკომ.

XS
SM
MD
LG