Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წყალბურთის კლუბმა „დინამომ“ ჩემპიონთა ლიგა წაგებით გახსნა


თბილისის წყალბურთის კლუბი „დინამო“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე სადებიუტო მატჩში ესპანეთში, „ტერასასთან“ დამარცხდა - 5:9. საქართველოს ჩემპიონის რიგებში დუბლი შეასრულა ფაბიო ბარალდიმ. თითო გოლი კი ზურაბ რურუამ, ბორის ვაპენსკიმ და დამირ ცრეპულიამ გაიტანეს.

ჩემპიონთა ლიგა ევროპის თექვსმეტ უძლიერეს კლუბს აერთიანებს და „დინამო“ ამ პრესტიჟულ ტურნირში პირველად მონაწილეობს. „დინამო“ B ჯგუფში მოხვდა, „ტერასასთან“, „ფერენცვაროშთან“, „ვასპო ჰანოვერთან“, „მარსელთან“, ზაგრების „მლადოსტთან“, „ოსც ბუდაპეშტთან“ და „პრო რეკოსთან“ ერთად. რვა გუნდიდან ფინალურ ეტაპზე ოთხი საუკეთესო გავა.

ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრას თბილისის „დინამო“ 19 ოქტომბერს გამართავს, ზაგრებში, „მლადოსტთან“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG