თურქეთის სახმელეთო ჯარებმა წინსვლას მიაღწიეს სირიის ტერიტორიაზე, საზღვრის გასწვრივ, ქურთების ძალების წინააღმდეგ იერიშის დაწყებიდან მეორე დღეს.
„ჩვენი გმირი მეომრები, რომლებიც მონაწილეობენ ოპერაცია „მშვიდობიან გაზაფხულში“, აგრძელებენ წინსვლას ევფრატის აღმოსავლეთისკენ, განაცხადა ტვიტერით თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ. ამავე ცნობით თურქეთის ჯარმა დაიკავეს დასახული სამიზნეები. ადრე თურქეთის არმია იტყობინებოდა 181 ობიექტის განადგურების შესახებ საჰაერო თავდასხმების და არტილერიის მეშვეობით ოპერაციის დაწყების მომენტიდან.
ქურთების მეთაურობით მოქმედი სირიის დემოკრატიული ძალების თანახმად, „მძაფრი ბრძოლა“, მიმდინარეობს საზღვრის პირა სოფლებში. ამავე ცნობით, მათ მოიგერიეს სასაზღვრო ქალაქ რას ალ-აინის არეალში და თალ აბიადზე იერიში.
ქურთული ძალები ბრალად სდებენ თურქეთს, რომ მისმა ავიაციამ ჭურვები დაუშინა საპატიმროს ყამიშლიში, სადაც „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები ჰყავთ დაკავებული და აცხადებენ, რომ აშკარაა მცდელობა გაქცევის საშუალება მისცე მათ.
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოანი აცხადებს, რომ შეტევის მიზანია „უსაფრთხო ზონის“ შექმნა, რომელიც თავისუფალი იქნება ქურთი მებრძოლებისგან, რომელთაც ანკარა ტერორისტებად მიიჩნევს. ამავე არეალში თურქეთს სურს შექმნას პირობები, რათა იქ სირიელი დევნილების განსახლდნენ.