Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში დაკავებული რუსი ჟურნალისტი გაათავისუფლეს


იულია იუზიკი
იულია იუზიკი

ირანის ხელისუფლებმა გაათავისუფლეს გასულ კვირაში დაკავებული რუსი ჟურნალისტი იულია იუზიკი. იუზიკი იმავე დღეს დაბრუნდა მოსკოვში. ამ ცნობას ავრცელებს „რია ნოვოსტი“ თეირანში ირანის საელჩოზე დაყრდნობით.

ცნობაში არ არის ნათქვამი, რა ბრალდებით დააკავეს იუზიკი და და წარუდგინეს თუ არა საერთოდ ბრალდება.

იალია იუზიკი დააკავეს ოქტომბრის დასაწყისში. ის ირანში ჩავიდა მიწვევით. მას აეროპორტში ჩამოართვეს პასპორტი და უთხრეს, რომ უკან გაფრენისას დაუბრუნებენ. ირანის ხელისუფლებმა განაცხადეს სხვათა შორის, რომ პრობლემები იყო ვიზასთან დაკავშირებით.

თვითონ ჟურნალისტმა ტელეფონით ამცნო ნათესავებს, რომ დაკავებისას ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დასდეს ბრალი.

მოსკოვში დაბრუნების შემდეგ "МБХ медиа“-ს იუზიკმა უამბო, რომ ირანელი გამომძიებლები მას ისრაელის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას აბრალებენ და ამის მიზეზად ის მიიჩნევს, რომ კონტაქტები აქვს ისრაელში ფეისბუკის საშუალებით. იუზიკის თქმით, მას ირანში ებრაელად მიიჩნევენ მისი გვარის გამო.

მან დაადასტურა დედისთვის ნათქვამი, რომ კვირა გაატარა ბეტონის იატაკზე, რომელზეც რამდენიმე საბანი დაუფინეს. იუზიკს ირანში ადვოკატი არ ჰყოლია და ირანში რუსეთის საელჩოს თანამშრომელი მასთან ერთი კვირის განმავლობაში არ მისულა.

იუზიკის განთავისუფლება მოითხოვა ორგანიზაციამ „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“.
იუზიკის ავტორია წიგნებისა „ალაჰის საცოლეები“ - ტერორისტი ქალების შესახებ და „ბესლანის დღიური“, ბესლანის ტრაგედიის შესახებ.

XS
SM
MD
LG