რუმინეთის პრემიერ-მინისტრ ვიორიკა დანჩილას მემარცხენე ორიენტაციის მთავრობას, რომელმაც პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა, უნდობლობა გამოუცხადეს საყოველთაო არჩევნებამდე ერთი წლით და საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე.
10 ოქტომბერს მთავრობის მიმართ უნდობლობის ვოტუმს მხარი დაუჭირა 238-მა დეპუტატმა. ეს ხუთით მეტია, ვიდრე საჭირო იყო 465-ადგილიან საკანონმდებლო ორგანოში.
10 ოქტომბერს, პარლამენტში დებატების წინ, დანჩილამ დეპუტატებს მიმართა, რომ მთავრობა შეიძლება სრულყოფილი არ იყო, მაგრამ რუმინეთის სასარგებლოდ მუშაობდა.
პარლამენტის წევრმა ეროვნულ-ლიბერალური პარტიიდან რალუკა ტურჩანმა დაგმო პრემიერის, როგორც მან თქვა, „პოლიტიკური პროტექციონიზმი“ და „ტყუილები“, რათა თავისი კაბინეტი გადაარჩინოს.
დანჩილამ საპარლამენტო უმრავლესობა დაკარგა აგვიტოში, მას მერე, რაც მთავარი პარტნიორები, ლიბერალების ალიანსი და დემოკრატები, განუდგნენ უთანხმოების გამო. აზრთა სხვადასხვაობა უკავშირდება საპრეზიდენტო კანდიდატის თემას.
მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების შემდეგ პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა კონსულტაციები უნდა გამართოს პარტიებთან, რათა ახალი პრემიერი იქნეს არჩეული.