თბილისში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ვეტერან მოჭიდავეებს შორის, უკვე სრულად გათამაშდა მედლები ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში და საქართველოს ნაკრებმა შეჯიბრება ათი მედლით დაასრულა. აქედან სამ-სამი ოქრო და ვერცხლია, ოთხი - ბრინჯაო.
დღეს, მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორები ა დივიზიონში გამოვლინდნენ, სადაც 36-დან 40 წლამდე ვეტერანი მოჭიდავეები გამოდიოდნენ. მამუკა ხემშიაშვილი ვერცხლის მედალს დაეუფლა, ხოლო ირაკლი ჭოჭუა, ალექსანდრე ტაბატაძე და ვასილ გოგალაძე - ბრინჯაოეს.
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ვეტერანთა ნაკრების წევრთაგან მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ ზურაბ წიქარიძე, აკაკი ჩაჩუა და ამირან სვანიძე.
11-13 ოქტომბერს, თბილისის სპორტის სასახლეში, მსოფლიოს ჩემპიონატი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში გაიმართება.