თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფებოდა გერმანიის ქალაქ ჰოჰენფელსში მდებარე ამერიკულ ბაზაზე, სადაც ქართველი სამხედროები ემზადებიან ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესასრულებლად.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკელ გენერლებთან ერთად დაესწრო საჩვენებელ წვრთნას. სწავლების ხელმძღვანელობამ ქართველი სამხედროების მომზადების დონე დადებითად შეაფასა.
ავღანეთში გამგზავრებამდე საქართველოს თავდაცვის ძალების ბატალიონი ჰოჰენფელსში, აშშ-ის გაერთიანებული მრავალეროვნული მზადყოფნის ცენტრში ასრულებს საბოლოო მომზადების სავარჯიშოებს. მანამდე, ქართული ქვედანაყოფი 4 თვის განმავლობაში ემზადებოდა ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“.