Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2019 წლის საზღვაო სეზონზე მაშველებმა 300-მდე ადამიანის გადარჩენა შეძლეს


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მონაცემებით, წელს, როგორც შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, ასევე თბილისის წყლებზე მაშველებმა 300-მდე ადამიანი გადაარჩინეს. მათ შორის იყო 69 არასრულწლოვანი, 67 კი უცხო ქვეყნის მოქალაქე. ამას გარდა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მონაცემებით, მაშველებმა სანაპირო ზოლში დაკარგული 78 არასრულწლოვანი იპოვეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა 2019 წლის საზღვაო სეზონი დღეს,11 ოქტომბერს შეაჯამეს. ღონისძიებაზე ითქვა, რომ 2019 წელი გამორჩეული იყო როგორც წყალზე სეზონური მაშველების უპრეცედენტო რაოდენობით, ისე საგუშაგოების რიცხვით, განახლებული და გაუმჯობესებული სამაშველო ტექნიკით და სხვა. წელს პირველად, შავი ზღვის სანაპირო ზოლში გამოჩნდნენ მაშველი გოგონები, პირველად ჩაერთო სამაშველო ოპერაციებში ტექნოლოგიური სიახლე - დრონი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანახმად, შტორმის დროს მაშველებმა რამდენიმე ადამიანი სწორედ დრონის საშუალებით გადაარჩინეს.

2019 წლის საზღვაო სეზონის შემაჯამებელი ღონისძიება ბათუმში გაიმართა. მაშველები ბათუმში სამეგრელოს, აჭარისა და გურიის რეგიონებიდან შეიკრიბნენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური იტყობინება, რომ გადარჩენილი ადამიანების რაოდენობის მიხედვით გამორჩეულმა მაშველებმა სამახსოვრო საჩუქრები მიიღეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG