Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ქალი გარდაიცვალა


კლინიკაში გარდაიცვალა ქალი, რომელიც ხაშურში ყოფილმა ქმარმა დაჭრა.

როგორც რადიო თავისუფლებას ხაშურის ახალი კლინიკის დირექტორმა კახა წაქაძემ უთხრა, ქალს თავის არეში მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა მიყენებული, რაც სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. უწყებისვე ცნობით, შემთხვევის ადგილზე გამოყენებული იყო ასაფეთქებელი ნივთიერება. ადგილზე ექსპერტების მუშაობის შემდეგ საფრთხე არ არსებობს.

რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, ქალი სანადირო თოფით იყო თავში დაჭრილი. მას ყოფილ ქმართან განქორწინების პროცესი ჰქონდა დაწყებული და ქმარი ბავშვებს უმალავდა. სწორედ ბავშვების ნახვის და წამოყვანის საკითხს უკავშირდება ეს კონფლიქტი, რა დროსაც კაცმა სანადირო თოფი გამოიყენა.

XS
SM
MD
LG