Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ძალები თურქეთის ცეცხლის ქვეშ მოყვნენ, სირიაში ანკარის ოპერაციის დროს


სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში, სამხედრო სადგურზე აშშ-ის ძალები მოყვნენ თურქეთის ჯარის პოზიციებიდან გახსნილი საარტილერიო ცეცხლის ქვეშ, იმ ფონზე, როცა ანკარის ძალები აშშ-ის მოკავშირე სირიელი ქურთი ძალების წინააღმდეგ ახორციელებენ ოპერაციას.

პენტაგონმა 11 ოქტომბერს დაადასტურა მანამდე გავრცელებული ცნობები, რომ ქალაქ ქობანის სიახლოვეს აფეთქება მოხდა - რამაც კიდევ ერთხელ გამოაჩინა ის საფრთხე, რომ ამ დაძაბულ რეგიონში შეიძლება შემთხვევით აშშ-ის და თურქეთის ძალებს შორის მოხდეს კონფლიქტი.

პენტაგონის განცხადებით, ინციდენტისას არავინ დაშავებულა და აშშ-ის ძალები ქობანიდან არ გაუყვანიათ. პენტაგონი ხაზს უსვამს, რომ თურქეთმა ოპერაციის მიმდინარეობისას თავი უნდა აარიდოს სირიაში მყოფი 1000 ამერიკელი სამხედროსთვის საფრთხის შექმნას.

XS
SM
MD
LG