Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბუკერის პრემია ერთობლივად მოიპოვეს ავტორებმა ეტვუდმა და ევარისტომ


14 ოქტომბერს, ლონდონში გამოცხადდა, რომ ბუკერის ლიტერატურული პრემია ერთობლივად მოიპოვეს მარგარეტ ეტვუდმა რომანისთვის "აღსარებები" და ბერნარდინ ევარისტომ, წიგნისთვის "გოგო, ქალი, სხვა".

"ამ გამარჯვებას არც ერთი ჩვენგანი არ ელოდა" - თქვა ეტვუდმა ტელევიზიით გადაცემულ სიტყვაში.

გასულ თვეში გამოქვეყნებული "აღსარებები" წარმოადგენს გაგრძელებას კანადელი ავტორის 1985 წლის ბესტსელერისა "მხევლის წიგნი".

ბრიტანელი ავტორის, ევარისტოს წიგნი, "გოგო, ქალი, სხვა" მოგვითხრობს 12 პერსონაჟის, ამბებს. მათი უმატესობა შავკანიანი ქალია, ასაკი 19-დან 93-მდე მერყეობს და ისინი ბრიტანეთში ცხოვრობენ.

ჟიური ყოველ წელს ანიჭებს ამ პრემიას "წლის საუკეთესო რომანს, რომელიც ინგლისურ ენაზე დაიწერა და ბრიტანეთში და ირლანდიაში გამოიცა". გამარჯვებული 50,000 გირვანქა სტერლინგს (62 ათას ამერიკულ დოლარს) იღებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG