დღეს, 15 ოქტომბერს იწყება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ოფიციალური ვიზიტი სომხეთში.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, გიორგი გახარია ერევანში მიიწვია პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.
პრემიერ-მინისტრები ერთმანეთს ჯერ პირისპირ, შემდეგ კი სამთავრობო დელეგაციებთან ერთად შეხვდებიან.
შეხვედრის შემდეგ გიორგი გახარია და ნიკოლ ფაშინიანი მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდება სომხეთის პრეზიდენტ არმენ სარქისიანსაც და კათოლიკოს გარეგინ მეორეს. გიორგი გახარია ეწვევა სომხეთა გენოციდის მსხვერპლთა ციცერნაკაბერდის მემორიალს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში გიორგი გახარიამ ოფიციალური ვიზიტები 9 ოქტომბერს, აზერბაიჯანიდან დაიწყო. სომხეთის შემდეგ დაგეგმილია გახარიას ვიზიტი თურქეთში.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის განმარტებით, პირველი ოფიციალური ვიზიტები შედგება საქართველოს მეზობელ ქვეყნებში, რომლებიც უმნიშვნელოვანესი პარტნიორები არიან როგორც საგარეო- პოლიტიკური, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი გახარია ბრიუსელსაც ეწვევა მას შემდეგ, რაც უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგება ევროკომისიის განახლებული შემადგენლობა.