Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაზის აფეთქების შედეგად 4 ადამიანის დაღუპვის საქმეზე ბრალდებულებს პატიმრობა მიუსაჯეს


დიდ დიღომში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება 2019 წლის 16 იანვარს მოხდა.
დიდ დიღომში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება 2019 წლის 16 იანვარს მოხდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამსახურებრივ გულგრილობაში დამნაშავედ ცნო თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანიის ყოფილი თანამშრომლები თორნიკე ტატიშვილი და ვაზირ მამადიანი და მათ 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ბრალდების საქმე ეხება დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი გაზის დაგროვებით გამოწვეულ აფეთქებას, რომელმაც 4 ადამიანი, მათ შორის, ბავშვი იმსხვერპლა. უბედური შემთხვევა 2019 წლის 16 იანვარს მოხდა.

თორნიკე ტატიშვილი და ვაზირ მამადიანი 18 იანვარს დააკავეს. გამოძიების თანახმად, ბრალდებულებმა არაჯეროვნად შეამოწმეს კორპუსი, სადაც გაზის სუნი იგრძნობოდა. ტატიაშვილი და მამადიანი ბრალდებას უარყოფენ. მათი განცხადებით, კორპუსი წესების დაცვით შეამოწმეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG