Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავალნი: "ლაჩარი უსაქმურები" ფონდის ოფისებს ჩხრეკენ მთელი ქვეყნის მასშტაბით


კრემლის კრიტიკოსი, ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი აცხადებს, რომ რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა მისი ანტიკორუფციული ფონდის ოფისები გაჩხრიკეს მთელი ქვეყნის მასშტაბით განლაგებულ ქალაქებში.

"ლაჩარი უსაქმურები, შავი ქუდებით, კვლავ დაშლიგინებენ ჩვენს ოფისებში", - წერს ის 15 ოქტომბერს თავის ვებგვერდზე.

ნავალნი, რომელიც ამჟამად 43 წლისაა, ბოლო ათწლეულია პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი კრიტიკოსია. ის ბევრჯერ იყო დაპატიმრებული, აეკრძალა მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში, შეეზღუდა მოსკოვის მერის პოსტისთვის ბრძოლა.

OVD-Info - ჯგუფი, რომელიც მეთვალყურეობას უწევს რუსეთში საპროტესტო აქციებს და დაპატიმრებებს, - ამბობს, რომ პოლიციამ გაჩხრიკა ნავალნის ოფისები უფაში, სარატოვში, სამარაში, ეკატერინბურგში, იაროსლავლში, ჩელიაბინსკსა და ნოვოკუზნეცკში. ვრცელდება ცნობები, რომ სხვადასხვა ქალაქში გაჩხრიკეს ნავალნის თანამშრომლების სახლებიც.

საგამოძიებო კომიტეტი გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, რომ 30 რეგიონში ჩაატარა ჩხრეკა, როგორც "წინასწარი გამოძიების" ნაწილი და რამდენიმე თანამშრომელი დაკითხვაზეა დაბარებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG