გურამიშვილის გამზირზე მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოებში გადაიყვანა - ერთი ადამიანი დამწვრობის ცენტრში, სამი კი - მერვე საავადმყოფოში.
აფეთქების გამო, დაზიანებულია კორპუსის მიმდებარედ გაჩერებული მანქანები, ჩამსხვრეულია ახლომდებარე საცხოვრებელი სახლების ფანჯრები.
გურამიშვილის გამზირის #34-ში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება დილით მოხდა. არის ნგრევა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აფეთქება სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია. შენობა მთლიანად ევაკუირებულია.