Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორპუსში აფეთქების შემდეგ მერვე საავადმყოფოში შეყვანილი 3 პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია


გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული იმ სამი პირის მდგომარეობა, რომლებიც მე-8 საავადმყოფოში არიან შეყვანილი, სტაბილურია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მერვე საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ განუცხადა.

მისი თქმით, კლინიკაში შეყვანილია სამი ადამიანი, ორი მამაკაცი და ერთი ქალი. მათგან, ორს აქვს მსუბუქი ჭრილობები მტევანზე, რომელიც მინის დამსხვრევის შედეგად აქვთ მიღებული, ხოლო ქალს, რომელიც იატაკის ჩანგრევის შედეგად დაშავდა, გამოკვლევები უტარდება და მიმდინარეობს დინამიკაში დაკვირვება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პირველადი ინფორმაციის თანახმად, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, 16-სართულიან კორპუსში აფეთქება გაზის დაგროვებამ გამოიწვია.

მომხდარის შედეგად, მეოთხე სართული დაინგრა და მოპირდაპირედ მდგარ კორპუსში ფანჯრის მინები ჩაიმსხვრა.

ადგილზე მისვლისთანავე, მეხანძრე-მაშველებმა კორპუსიდან მოსახლეობის სრული ევაკუაცია განახორციელეს.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებაში 4 პირი გადაიყვანეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG