Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

15 მაღაროელი დაიღუპა რუსეთში ოქროს საბადოზე ჯებირის გარღვევის შედეგად


სულ მცირე, 15 მაღაროელი დაიღუპა რუსეთის კრასნოიარსკის ოლქში, ოქროს საბადოზე ჯებირის გარღვევის შედეგად, იტყობინება რუსეთის საგანგებო ვითარებათა უწყება.

ძლიერმა წვიმებმა ჯებირის კოროზია გამოიწვია და ის წყალმა გაარღვია. წყლის ნაკადმა, ოთხმეტრიანმა ტალღამ, წაიღო ვაგონები, სადაც მაღაროელები ცხოვრობდნენ. ინციდენტი მოხდა სოფელ შჩეტინკინოსთან, რომელიც ტაიგაში მდებარეობს, ახლომდებარე ქალაქიდან 60 კილომეტრში.

რუსეთის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს თქმით, 14 მაღაროელი საავადმყოფოში მოათავსეს. საგამოძიებო კომიტეტმა საქმე აღძრა ოქროს საბადოზე უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო.

RIA-ს ცნობით, ჰიდროტექნიკური ობიექტი - ჯებირი, იყო თვითნაშენი და არ იყო რეგისტრირებული. AFP-ის თანახმად, საბადო ეკუთვნის „სიბზოლოტოს“, რომელსაც კომენტარი ინციდენტის გარშემო არ გაუკეთებია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG