ბაქოში პოლიციამ საპროტესტო დემონსტრაციის დაწყებამდე დააკავა ოპოზიციის აქტივისტები. საგამოძიებო რეპორტიორი, ხადიჯა ისმაილოვა იტყობინება აზერბაიჯანის დედაქალაქიდან, რომ პოლიციამ დაკეტა მეტროს სამი სადგური, რათა დემონსტრაციის მონაწილეებს ადგილზე მისვლაში ხელი შეშლოდათ. ისმაილოვას ცნობით, მთელ ქალაქში არ მუშაობდა საინტერნეტო კავშირი.
უფლებადამცავი ორგანიზაცია „ჰიუმან რაიტს უოჩი“ აკრიტიკებს აზერბაიჯანის ხელისუფლება იმის გამო, რომ არ აძლევს ოპოზიციას მშვიდობიანი შეკრების უფლებას.
„აზერბაიჯანის ხელისუფლება აგრძელებს ქვეყანაში შეკრების თავისუფლების მიმართ აშკარა სიძულვილის ჩვენებას“, - განაცხადა გიორგი გოგიამ, სამხრეთ კავკასიაში „ჰიუმან რაიტს უოჩის“ ხელმძღვანელმა, ტვიტერის საშუალებით.