Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რაგბიში მსოფლიო თასისთვის ბრძოლას ოთხი ნაკრები შემორჩა


იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო თასზე რაგბიში, ჯგუფური ეტაპის შეხვედრების შემდეგ მეოთხედფინალებიც გაიმართა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლას ოთხი ქვეყნის ნაკრებები აგრძელებენ. ნახევარფინალის საგზურები მოიპოვეს ინგლისმა, ახალმა ზელანდიამ, უელსმა და სამხრეთ აფრიკამ.

ინგლისმა მეოთხედფინალში ავსტრალია დაამარცხა, ანგარიშით 40:16, ახალმა ზელანდიამ ირლანდიას აჯობა (46:14), უელსმა - საფრანგეთს (20:19), ხოლო სამხრეთ აფრიკამ - იაპონიას (26:3).

ნახევარფინალები 26 და 27 ოქტომბერს გაიმართება. ინგლისი ახალ ზელანდიას დაუპირისპირდება, უელსი - სამხრეთ აფრიკას. მსოფლიო ჩემპიონი კი 1 ნოემბერს გამოვლინდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG