Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში აშშ-ის წამყვანი დიპლომატი ჩვენებას მისცემს კონგრესის საიმპიჩმენტო ჯგუფებს


აშშ-ის კონგრესში თვეზე მეტია გრძელდება საიმპიჩმენტო გამოძიება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გარშემო. ამ გამოძიების ფარგლებში, 22 ოქტომბერს, დახურულ კარს მიღმა, სამ საგამოძიებო ჯგუფს მოწმის სტატუსით ჩვენებას მისცემს აშშ-ის წამყვანი დიპლომატი უკრაინაში.

უილიამ ტეილორი, კიევში აშშ-ის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული, მოჰყვება იმ მოვლენებზე, რომლებიც მოჰყვა 25 ივლისს გამართულ სატელეფონო საუბარს ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის, რომლის დროსაც ტრამპმა წამოაყენა თხოვნა მისი პოლიტიკური მეტოქის, ჯო ბაიდენის და მისი ვაჟის, ჰანტერის შესახებ მოკვლევის ჩატარების თაობაზე. იმ დროს ტრამპმა შეაჩერა კიევისთვის გამოყოფილი 400 მილიონამდე დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარება და სატელეფონო საუბრისას ზელენსკის სთხოვა, დემოკრატიული პარტია გამოეძიებინათ კომპიუტერის სერვერთან მიმართებით, რაც, მედიის თანახმად, ეფუძნებოდა დაუდასტურებელ შეთქმულების თეორიას, რომელიც ინტერნეტში და რამდენიმე კონსერვატიულ მედიაპლატფორმაზე ვრცელდებოდა.

დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებს სურთ, უფრო მეტი შეიტყონ სექტემბერში ტეილორის სატელეფონო მიმოწერაზე კურტ ვოლკერთან, უკრაინაში ყოფილ საგანგებო წარმომადგენელთან, და გორდონ სონდლენდთან, ამჟამინდელ ელჩთან ევროკავშირში. იმ პერიოდში ვოლკერი და სონდლენდი ცდილობდნენ, ზელენსკის საჯაროდ გამოეცხადებინა გამოძიება ჯო ბაიდენის - ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის და ამჟამად დემოკრატების ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის - და მისი ვაჟის, ჰანტერის გარშემო, რომელიც ენერგეტიკული კომპანიის საბჭოს წევრი იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG