Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერდოანი: ოპერაციის ინტენსივობა გაიზრდება, თუ ცეცხლის შეწყვეტის პირობები არ შესრულდება


თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოანი ამბობს, რომ ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში "კიდევ უფრო მეტი მიზანსწრაფულობით" გააგრძელებს სამხედო ოპერაციას, თუ ქურთი მებრძოლები არ დააკმაყოფილებენ აშშ-ის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებს.

ერდოანი ამ განცხადებით გამოვიდა 22 ოქტომბერს, ანკარის დატოვებისას, როცა სოჭში მიემგზავრებოდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შესახვედრად. მისი თქმით, სახალხო დაცვის ქურთთა დანაყოფებმა უნდა დატოვონ "უსაფრთხო ზონა", რომლის შექმნაც თურქეთს სურს სირიასთან თავის საზღვართან. ანკარას სურს, იქ დაასახლოს 2 მილიონამდე ომის ლტოლვილი, რომლებიც ამჟამად თურქეთს აფარებენ თავს. "თუ არ შესრულდება აშშ-ის მიერ ჩვენი ქვეყნისთვის მიცემული დაპირებები, ჩვენ განვაახლებთ ჩვენს ოპერაციას, უფრო მეტი მიზანსწრაფულობით", - განაცხადა ერდოანმა.

ვაშინგტონის შუამავლობით მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ვადა 22 ოქტომბერს ეწურება.

კრემლის ვებსაიტის თანახმად, პუტინისა და ერდოანის შეხვედრა გაიმართება სოჭში და შეეხება "საერთაშორისო ტერორისტული ჯგუფების მოგერიების და ვითარების პოლიტიკური გადაწყვეტის გზებს".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG