Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მე ჰამიდი ვარ - აზერბაიჯანელმა ახალგაზრდებმა ჰამიდ სადიკოვს ღია მხარდაჭერა გამოუცხადეს


Georgia -- Hamid Sadikhov, teacher of village kalinino; 22oct2019
Georgia -- Hamid Sadikhov, teacher of village kalinino; 22oct2019

მე ჰამიდი ვარ!

ჰამიდ, შენ მარტო არა ხარ! - ამ შინაარსის ვიდეო გაავრცელა 22 ოქტომბერს აზერბაიჯანელი ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფმა, სახელად "სალამ", რომელიც სოციალურ ქსელ ფეისბუკში ცოტა ხნის წინ დარეგისტრირდა.

ისინი ამ ვიდეოთი მხარდაჭერას უცხადებენ 25 წლის ჰამიდ სადიკოვს, გარდაბნის რაიონის სოფელ კალინინოს სკოლის მასწავლებელს, რომელმაც ხმამაღლა გააპროტესტა თავისი მოსწავლის, 19 წლის გოგოს ქორწინების მიზნით მოტაცების ამბავი.

თუმცა მისი ეს სტატუსი გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში გაქრა. სულ მალე კი გაირკვა, რომ ადგილობრივებმა ჰამიდი სოფლის მოედანზე იძულებით გაიყვანეს და უხუცესებისთვის ბოდიში მოახდევინეს. მასწავლებელს ბოდიშის მოხდისას ვიდეო გადაუღეს და ინტერნეტში გაავრცელეს.

ჰამიდს ფეისბუკში ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდა. საინიციატივო ჯგუფმა "სალამ" კი გადაწყვიტა, რომ ღიად ილაპარაკოს მწვავე საკითხებზე, რაც საქართველოში აზერბაიჯანელთა თემს აწუხებს.

როგორც ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, ბენიამინ ქაზიმოვმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ჰამიდის მხარდასაჭერად აქციაც იგეგმება.

ჩვენ მოვდივართ, რომ ვიბრძოლოთ უსამართლობის წინააღმდეგ!

ჩვენ მოვდივართ, რომ გავაპროტესტოთ ნაადრევი ქორწინება და გოგოს ძალით მოტაცება!

ნუ ეხები მასწავლებელს, სათქმელი თუ გაქვს, მე მითხარი! - ამბობენ აზერბაიჯანელი ახალგაზრდები ამ ვიდეოში.

ჰამიდის საქმეზე კი სავარაუდო იძულების ფაქტის საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით იძიებს. იმ შემთხვევაში, თუკი შსს დამნაშავეებს დაადგენს, ისინი ჯარიმით, გამასწორებელი სამუშაოთი ან შინაპატიმრობით დაისჯებიან.

XS
SM
MD
LG