Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელისაშვილი პრეზიდენტს მოუწოდებს, მორატორიუმი შეაჩეროს და 23 ნოემბერს პატიმრები შეიწყალოს


ალექსანდრე ელისაშვილი
ალექსანდრე ელისაშვილი

„სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერი ალექსანდრე ელისაშვილი შეწყალების საკითხზე მორატორიუმის გაუქმებას ითხოვს. გიორგობის დღესასწაულამდე ერთი თვით ადრე იგი მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს, რელიგიურ დღესასწაულამდე დარჩენილი ერთი თვე შეწყალების კომისიის დაკომპლექტებისთვის და შეწყალების აქტის ჩასატარებლად გამოიყენოს. მისი თქმით, ყველა მსჯავრდებულს აქვს უფლება, დღესასწაულზე სასჯელის შემსუბუქება ან გათავისუფლება მოითხოვოს:

„პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კაცობრიობის ისტორიაში უპრეცედენტო რამ ჩაიდინა და საკუთარ უფლებამოსილებას დაუწესა მორატორიუმი, ასეთი რამ არის უბრალოდ გაუგონარი, მაგრამ ამის მიუხედავად, მე მივმართავ და მოვუწოდებ სალომე ზურაბიშვილს, მიუხედავად მისდამი ჩემი დამოკიდებულებისა, უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს თავის უფლებამოსილებას და ვალდებულებებს.

მას აქვს ერთი თვე იმისთვის, რომ ნორმალური, წესიერი ადამიანებით დააკომპლექტოს შეწყალების კომისია. შესაბამისად, აამოქმედოს შეწყალების კომისიის დებულება და ის კრიტერიუმები, რომლის შემუშავებასაც უზარმაზარი ენერგია მოვახმარეთ და ერთი თვის თავზე, იმ ადამიანებისადმი, რომლებიც ნამდვილად იმსახურებენ შეწყალებას, გამოავლინოს ჰუმანური დამოკიდებულება“, - აღნიშნავს ალექსანდრე ელისაშვილი. მისი შეფასებით, წინააღმდეგ შემთხვევაში პრეზიდენტი თანამდებობიდან უნდა გადადგეს.

პატიმართა შეწყალებაზე მორატორიუმი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, 18 სექტემბერს, მას შემდეგ გამოაცხადა, რაც გაირკვა, რომ მის მიერ მარიამობის დღესასწაულზე შეწყალებულ პირთა შორის მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირებიც იყვნენ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულზე 34 მსჯავრდებული შეიწყალა. მათ შორის:

20 სექტემბერს გენერალურმა პროკურატურამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.

XS
SM
MD
LG