Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლონდონის სასამართლომ იგორ კოლომოისკის "პრივატბანკისთვის" 4 მილიონი გირვანქა სტერლინგის გადახდა დააკისრა


იგორ კოლომოისკი
იგორ კოლომოისკი

ლონდონის სააპელაციო სასამართლომ უკრაინის უდიდესი ბანკის, „პრივატბანკის“ ყოფილ მფლობელებს დააკისრა საფინანსო დაწესებულებისთვის თითქმის 11 მილიონი გირვანქა სტერლინგის გადახდა.

ამ თანხაში შედის ბანკის ხარჯები შარშანდელი სასამართლო პროცესისთვის მისი ყოფილი მფლობელების წინააღმდეგ, აპელაციისთვის გაწეული ხარჯები, ასევე ფული, რომელიც ბანკმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გადაიხადა 2018 წელს, რაც არ იყო მის სასარგებლოდ.

ლონდონის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 11-დან 4 მილიონი გირვანქა სტერლინგი ბანკმა უნდა მიიღოს მილიარდერ იგორ კოლომოისკისგან. ფული 12 ნოემბრამდე უნდა გადაირიცხოს.

ამასთან, „პრივატბანკში“ კოლომოისკის აქტივების გაყინვის თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც 2017 წელს იქნა მიღებული, ძალაში რჩება სასამართლოს საბოლოო განაჩენის გამოტანამდე.

„პრივატბანკის“ ყოფილი მფლობელებისა და უკრაინის ხელისუფლების სასამართლო დავა 2016 წლიდან გრძელდება.

წელს გაზაფხულზე არჩეულმა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელსაც უკრაინაში ბევრი მიიჩნევს კოლომოისკის პროტეჟედ, არაერთხელ განაცხადა, რომ არ ჩაერევა კონფლიქტში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG