Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი: საქართველო არის ყველაზე გამორჩეული, ძლიერი და სანდო პარტნიორი NATO-ს ქვეყნების


საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც 24-25 ოქტომბერს ბრიუსელი NATO-ს თავდაცვის მინისტერიალში მონაწილეობს.

ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედთან“ საუბარში NATO-ში საქართველოს გაწევრების პერსპექტივის შესახებ ისაუბრა.

„მოგეხსენებათ, რომ საქართველო არის ყველაზე გამორჩეული, ძლიერი და სანდო პარტნიორი NATO-ს ქვეყნების. ჩვენ ვართ წარმოდგენილი ძალიან ღირსეულად და ძლიერად ავღანეთში, ყველა გეგმას ვასრულებთ პირნათლად. რაც შეეხება კონსენსუსს, პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, ჩვენ არ უნდა შევქმნათ ცრუ მოლოდინი. ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოების ინფორმირება სწორად. სრულ კოორდინაციაში ვართ NATO-სთან სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებითაც, იმისთვის, რომ შეცდომაში არ იქნას შეყვანილი ჩვენი საზოგადოება. ერთ დღეს, როდესაც იქნება სრული თანხმობა და სრული კონსენსუსი ყველა წევრის მხრიდან, უნდა ვიყოთ მზად, რომ გავხდეთ NATO-ს სრულუფლებიანი წევრი“, - ამბობს ღარიბაშვილი.

ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრის რანგში პირველად შეხვდება NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს,

„ბუნებრივია, ჩვენ კარგად ვიცნობთ ერთმანეთს. 5 წლის წინ ერთად გავხსენით „ჯეიტეკი“-ს ცენტრი საქართველოში“, - თქვა ღარიბაშვილმა.

XS
SM
MD
LG