Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკ კოფის შემოთავაზება: სირიიდან გამოსული აშშ-ის ჯარები განთავსდეს ახალქალაქში


„ჰერიტიჯის ფონდის“ დუგლას და სარა ელისონების სახელობის საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი ლუკ კოფი აშშ-ის ჯარების საქართველოში განთავსების იდეით გამოდის.

„შემოთავაზება: აშშ-ის ჯარები, რომელიც სირიას ტოვებენ, შესაძლებელია გაიგზავნოს საქართველოში და იქცეს „ჰორიზონტს მიღმა“ განთავსებულ ძალად, იმისთვის, რომ „ისლამური სახელმწიფოს" აღდგენის შემთხვევაში სწრაფად მოახდინოს რეაგირება.

ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლია, გამოიყენოს ძველი რუსული ბაზა ახალქალაქში, რომელიც რაქიდან 460 მილის (740 კმ) მანძილზე მდებარეობს.

ახლა საქართველო უფრო საიმედოა, ვიდრე ერაყი“, - წერს ლუკ კოფი „ტვიტერზე“.

ლუკ კოფი გასულ წელს ასეთი რეკომენდაციით გამოვიდა: საქართველო საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში უნდა მიიღონ NATO-ში, მაგრამ მე-5 მუხლით [მუხლი ადგენს, რომ თავდასხმა NATO-ს ერთ რომელიმე წევრ სახელმწიფოზე ნიშნავს თავდასხმას ყველა მოკავშირეზე და ითვალისწინებს კოლექტიური თავდაცვის ზომების ამოქმედებას] გათვალისწინებული უსაფრთხოების გარანტია არ უნდა გავრცელდეს ორ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ვიდრე კონფლიქტი მშვიდობიანი გზით არ მოგვარდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG