Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საოკუპაციო ხაზთან შექმნილი ვითარების გამო ერგნეთში შეხვედრა გაიმართება


ერგნეთი
ერგნეთი

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში დღეს, 25 ოქტომბერს, გაიმართება ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ტექნიკური შეხვედრა.

რუსეთის და მის მიერ კონტროლირებული დე ფაქტო მთავრობის და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ევროკავშირის მისიასთან ერთად განიხილავენ ჩორჩანა-წნელისის მიმართულებით შექმნილ ვითარებას. დღის წესრიგს დაემატა საოკუპაციო ძალების მიერ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელთა დაკავების ფაქტი.

ევროკავშირის მეთვალყურეები 24 ოქტომბერს, ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე პატრულირების დროს დააკავეს ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის და მალევე გაათავისუფლეს.

ჩორჩანა-წნელისის მიმართულებით ვითარება აგვისტოდან დაიძაბა, მას შემდეგ, რაც ჩორჩანის ტყესთან ქართული პოლიციის საგუშაგო გაიხსნა ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა საგუშაგოს აღება მოითხოვა და უარის შემდეგ, ჩორჩანასთან მოსაზღვრე სოფელ წნელისის მახლობლად ორი ე.წ. სასაზღვრო საგუშაგო გახსნა თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე. გარდა ამისა, დე ფაქტო ხელისუფლებამ 4 სექტემბრიდან, ახალგორთან დაკეტა დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი ე.წ. საზღვარი. 19 ოქტომბერს საოკუპაციო ძალებმა ე.წ. სასაზღვრო ღობეები აღმართეს სოფელ ატოცთან.

საოკუპაციო ხაზთან სიტუაციის გართულების გამო, ბოლო თვენახევრის განმავლობაში გაიმართა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ხუთი ტექნიკური შეხვედრა.

XS
SM
MD
LG