Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საქმეზე მიულერის ანგარიშის გარშემო გამოძიება დაიწყო


აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ დაიწყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება, რომელიც იკვლევს აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის გამოძიების წარმოშობას. ამის თაობაზე 25 ოქტომბერს გაავრცელეს ნიუ-იორკ ტაიმსმა და პირმა, რომელიც ამ საქმეში ჩახედულია. გამოძიების დაწყება მოჰყვა აშშ-ის გენერალური პროკურორის, უილიამ ბარის მიერ მაისში დაწყებული ადმინისტრაციულ კვლევას საგანგებო პროკურორის, რობერტ მიულერის მიმართ. მას ზედამხედველობას უწევდა ბარი, წარმართავდა აშშ-ის ფედერალური პროკურორი, ჯონ დარჰემი და წამოწყებული იყო პრეზიდენტ ტრამპის ჩივილის შემდეგ, რომ მისი საარჩევენო კამპანია აშშ-ის სპეცსამსახურებმა და სამართალდამცველმა ორგანოებმა არასათანადოდ ამოიღეს სამიზნეში.

ნიუ-იორკ ტაიმსი, რომელმაც პირველმა გაავრცელა ცნობა ახლად დაწყებული გამოძიების თაობაზე, არაფერს წერს იმაზე, თუ რას იძიებენ კონკრეტულად.

წარმომადგენლთა პალატის სამართლის და დაზვერვის კომიტეტების ხელმძღვანელებმა 24 ოქტომბერს კრიტიკა გამოთქვეს ახალი გამოძიების მიმართ და განაცხადეს, რომ ეს იწვევს "ახალ ღრმა შეშფოთებას" იმის თაობაზე, რომ იუსტიციის სამინისტრობარმა გადააქცია პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკური შურისძიების საშუალებად. ამის თაობაზე ჯეროლდ ნადლერმა და ადამ შიფმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.


სპეცპროკურორ მიულერის ანგარიშში მოტანილი იყო მრავალრიცხოვანი მონაცემები ამერიკის საარჩევნო პროცესში რუსეთის ჩარევის შესახებ. მაგრამ გამოძიების შედეგად არ აღმოუჩენიათ ტრამპის გარემოცვასა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის გარიგების ნიშნები. ამავე დროს სპეცპროკურორმა უარი თქვა, გაეკეთებინა დასკვნა, უშლიდა თუ არა ტრამპი არჩევნებს ხელს. დონალდ ტრამპის კრიტიკოსებს, რომელთა უმრავლესობას დემოკრატები შეადგენენ, მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტი ხელს უშლიდა მართლმსაჯულებას, ანუ არღვევდა კანონს.

XS
SM
MD
LG